Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსი იარაღის დილერის სასამართლო დაინიშნა


ნიუ-იორკის მოსამართლემ 12 სექტემბერი დაადგინა თარიღად, როდესაც შეერთებული შტატების ფედერალური სასამართლო რუსი იარაღის დილერის ვიქტორ ბუტის საქმის გამიძიებას დაიწყებს. დაცვის მხარე საქმის დახურვას მოითხოვდა და ამტკიცებდა, შეერთებული შტატების იურისდიქციით ამერიკის მთავრობას არ ჰქონდა უფლება ბუტის მიმართ სასამართლო გამოძების დასაწყებად, რადგან ეჭვმიტანილს დანაშაული შეერთებულ შტატებში არ ჩაუედენია. რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცერი 43 წლის ვქიტორ ბუტი შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით ჩატარებული სპეცოპერაციისას, გასული წლის ნოემბერში დააპატიმრეს. მას ბრალად ედება იარაღის მიყიდვა კოლუმბიის რევოლუციური სამხედრო ძალებისათვის, რომელსაც ვაშინგტონი ტერორისტულ დაჯგუფებად მიიჩნევს. ბუტი დანაშაულს არ აღიარებს. ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 25 წლიანი პატიმრობა ელოდება.
XS
SM
MD
LG