Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

”გარდიანი” კოსოვოს შესახებ ნატოს დოკუმენტებს აქვეყნებს


დღევანდელი გაზეთი ”გარდიანი” აქვეყნებს ნატოს სამხედრო დოკუმენტებს კოსოვოს შესახებ და იქვე მოყავს კოსოვოს მთავრობის სპიკერის სიტყვები. ის უარყოფს გავრცელებულ მასალებში წარმოდგენილ ბრალდებებს. ”გარდიანში” გაჟონილი ინფორმაცია 2004 წლიდან თარიღდება და აჩვენებს, რომ კოსოვოს პრემიერ-მინისტრ ჰაშიმ ტაჩის უახლოეს თანამებრძოლს ჯავიტ ხალიტის კავშირი ჰქონდა ალბანეთის მაფიასთან. გასულ თვეში ევროსაბჭოს ანგარიშში ჰაშიმ ტაჩის ბრალი დასდეს ორგანიზებულ დანაშაულთან კავშირში. შვეიცარიელი სენატორის, დიკ მარტის მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, ტაჩი 1990-იან წლებში კოსოვოელი ალბანელების პარტიზანული ომის დროს და მის შემდეგაც ხელმძღვანელობდა დანაშაულებრივ კლანს. მარტის განცხადებით, ტაჩის ჯფუგი კლავდა ოპონენტებს და ეწეოდა ნარკოტიკებისა და მოკლული სერბების ორგანოების ტრეფიკინგს. კოსოვოს მთავრობამ უარყო ბრალდებები.
XS
SM
MD
LG