Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი იმყოფება


თბილისში იმყოფება ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი გაჭიანურებული კონფლიქტების საკითხებში გედრიუს ჩეკუოლისი. დღეს ლიტველი დიპლომატი შეხვდა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს. ეკა ტყეშელაშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეუთოს სპეციალურ წარმომადგენელს გააცნო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ამ რეგიონების მიმართ შემუშავებული სტრატეგიის განხორცილების გეგმა.
XS
SM
MD
LG