Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთიდან ნატოს გასვლა რუსეთს საფრთხეს უქადის


ნატოს სამხედრო ძალების გაყვანამ ავღანეთიდან შესაძლოა საფრთხე შეუქმნას რუსეთს, - განაცხადა რუსეთის ფედერაცის ვიცე-პრემიერმა სერგეი ივანოვმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას. ივანოვის თქმით, მას განსაკუთრებით აფიქრებს ვითარება ავღანეთის ჩრდილოეთში, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ცენტრალური აზიის რესპუბლიკებს. „სიტუაცია ავღანეთში ამჟამად რთულია და არ ჩანს სინათლე გვირაბის ბოლოსო“- დასძინა სერგეი ივანოვმა.
XS
SM
MD
LG