აშშ-ის სენატორმა, ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ღრმად წუხს აშშ-ის ოფიციალური პირის მიერ ორი პაკისტანელის მოკვლის გამო. კერიმ თქვა, რომ პაკისტანში ჩავიდა, რათა გამოეთქვა ღრმა სინანული ამ ტრაგიკული ამბის გამო და გამოეხატა ამერიკელი ხალხის მწუხარება დაკარგული სიცოცხლის გამო. კერი, რომელიც აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეა, ესწრაფვის პაკისტანის ხელისუფლები დაარწმუნოს, რომ ვაშინგტონს პაკისტანის მიმართ ხანგძლივი ინტერესი აქვს. აშშ-ს და პაკისტანს შორის შესუსტებული ურთიერთობა დაიძაბა, როცა პოლიციამ დააკავა პაკისტანში მომუშავე ამერიკელი ოფიციალური პირი, რომელიც აცხადებს, რომ მოკლა ორი პაკისტანელი თავდაცვის მიზნით, როცა ისინი მის გაძარცვას შეეცადნენ. აშშ, პრეზიდენტი ბარაკ ობამა, თვლის, რომ დაკავებულს დიპლომატიური მუნიტეტი აქვს და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს. პაკისტანის სასამართთლომ დაადგინა, დაკავებული ჰყავდეს ის, სანამ მთავრობისგან მითითებას მიიღებდეს.
ყველაზე პოპულარული
1