Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინში დაღუპულ დემონსტრანტებ გამოეთხოვენ


ბაჰრეინში ათასობით ადამიანი დაესწრო საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის შედეგად დაღუპულთა დაკრძალვას. გნარისხებულ დემონსტრანტებს ხელთ ეპყრათ ბანერები და ანტისამთავრობო ლოზუნგებს გაჰყვიროდნენ. 17 თებერვალს, პოლიციის სპეცდანიშნულების რაზმის მიერ ბაჰრეინის დედაქალქის ცენტრის გაწმენდის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა და 200-ზე მეტი დაზიანდა. ბაჰრეინში, სადაც 70 პროცენტი შიიტი მუსლიმანი სუნიტების უმცირეობის მმართველობის ქვეშ ცხოვრობენ, დემონსტრანტები ფართომასშტაბიან პოლიტიკურ რეფორმებს ითხოვენ.
XS
SM
MD
LG