Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის თავდაცვის მინისტრი პლაგიატის გამო გადადგა


გერმანიის თავდაცვის მინისტრი კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი, რომელსაც პლაგიატის ბრალდებით სამეცნიერო წოდება ჩამოართვეს, თანამდებობიდან გადადგა. ცუ გუტენბერგმა კანცლერ ანგელა მერკელს და პრეზიდენტ ქრისტიან ვულფს შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მასზე სულ უფრო ძლიერდებოდა ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ თავდაცვის მინისტრის სადოქტორო ნაშრომის დიდი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო გადაწერილი, წყაროებზე მითითების გარეშე. 39 წლის ცუ გუტენბერგი, არისტოკრატული ოჯახის წარმომადგენელი, მერკელის მთავრობის ყველაზე პოპულარული წევრი იყო.
XS
SM
MD
LG