რუსულ ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნება არ გამორიცხა რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ, თუკი, მისივე თქმით, საქართველოში წარმოებული პროდუქციისთვის დაწესებული შეზღუდვის გაუქმება მოლაპარაკების საგნად იქცევა. ამასთან, რუსეთის ახალი ამბების სამსახურთან ინტერვიუში ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსული მინერალური წყალი ”ესენტუკი” ქართულ ”ბორჯომზე” გაცილებით სასარგებლო და ხარისხიანია და რუსეთის მოქალაქეებს ”ესენტუკის” დალევა ურჩია.
ყველაზე პოპულარული
1