Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კლინტონმა დააკმაყოფილა კროულის განცხადება გადადგომის შესახებ


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ფილიპ კროული თანამდებობიდან გადადგა. სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა 13 მარტს განაცხადა: ”სინანულით მივიღე გადაწყვეტილება ფილიპ კროულის - საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ის სამ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ღირსეულად ემსახურა ჩვენს ქვეყანას, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირის სტატუსით. მის სამსახურს საფუძვლად უდევს საჯარო პოლიტიკისა და საჯარო დიპლომატიისადმი ძლიერი ერთგულება. ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ. საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობას შეასრულებს სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მაიკლ ჰამერი შეასრულებს”. თავის მხრივ ფილიპ კროულიმ განაცხადა, რომ საიდუმლო ინფორმაციის გავრცელება სერიოზული დანაშაულია: ”ჩემი ამასწინანდელი კომენტარები წინასწარი დაკავების საკანში რიგითი ბრედლი მენინგის მდგომარეობის შესახებ გამიზნული იყო უფრო ფართო, მეტიც - სტრატეგიული ზეგავლენის წარმოსაჩენად, რომელსაც ჩვენს გლობალურ ავტორიტეტსა და ლიდერობაზე ახდენს უშიშროების სახელმწიფო უწყებების დაფარული მოქმედება. ძალაუფლების გამოყენება დღევანდელ, გამოწვევებით სავსე დროსა და შეუპოვარი მედიის პირობებში შესაბამისობაში უნდა იყოს ჩვენს კანონებთან და ფასეულობებთან” - განაცხადა კროულიმ და გამოხატა ”ღრმა პატივისცემა იმ ჟურნალისტების მიმართ, ვინც ყოველდღიურად აშუქებს საგარეო პოლიტიკასა და გლობალური მოვლენებს, ხშირ შემთხვევაში ამას აკეთებენ საფრთხისა და სერიოზული მუქარის პირობებში. მათი მცდელობა ხელს უწყობს იმას, რომ მთავრობები უფრო პასუხისმგებლურნი, ანგარიშვალდებულნი და გამჭვირვალენი იყვნენ”.
XS
SM
MD
LG