Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ლიბიის მიერ ცეცხლის შეწყვეტას არ ცნობს


საერთაშორისო კოალიციის ძალები გასულ ღამით აგრძელებდნენ ლიბიის ლიდერის,მუამარ კადაფის ობიექტების წინააღმდეგ ავიადარტყმების განხორციელებას. ამერიკამ განაცხადა, რომ ლიბიის თავზე დამყარდა და ეფექტიანად მუშაობს ფრენისათვის აკრძალული ზონა.აშშ-მ უარყო პარასკევს კადაფის რეჟიმის მიერ გამოცხადებული ცეცხლის შეწყვეტა და განაცხადა, რომ ლიბიის ხელისუფლებამ ის შემოღებისთანავე დაარღვია. ტრიპოლიში გუშინ აფეთქებების ხმა ისმოდა. დაზიანებულია კადაფის რეზიდენცია. ლიბიის ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია.
XS
SM
MD
LG