Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს კავშირს ღონღაძის მკვლელობასთან


უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი ლეონიდ კუჩმა უარყოფს ყოველგვარ კავშირს ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობასთან. ამის შესახებ კუჩმას საჯარო განცხადება დღეს გავრცელდა - ერთ დღეში მას შემდეგ, რაც პროკურატურამ გამოაცხადა, რომ აღძრეს სისხლის სამართლის საქმე ღონღაძის მკვლელობასთან კუჩმას შესაძლო კავშირის დასადგენად. როგორც კუჩმამ ჟურნალისტებს განუცხადა დღეს პროკურატურაში დაკითხვაზე გამოცხადებამდე, ის „მშვიდად“ არის, რადგან თავს დამნაშავედ არ გრძნობს. ღონღაძე ხშირად აკრიტიკებდა ლეონიდ კუჩმას, რომელიც უკრაინის პრეზიდენტი იყო 1994-2005 წლებში. ჟურნალისტი 2000 წლის სექტემბერში მოიტაცეს. მოგვიანებით ის მოკლული, თავმოკვეთილი იპოვეს ტყეში კიევის მახლობლად. უფლებადამცველები გამოთქვამენ ვარაუდს, რომ მკვლელობაში კუჩმას ხელი ერია.
XS
SM
MD
LG