პაკისტანში, სულ ცოტა, ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაიღუპა თვითმკვლელი თავდამსხმელის მიერ დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად. აფეთქება მოეწყო ჩრდილო-დასავლეთ პაკისტანში მდებარე ჰანგუს რაიონში, პოლიციის სადგურთან. პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაიჭრა 20-მდე ადამიანი. დაღუპულებს შორის ოთხი გამვლელია. ჰანგუ მდებარეობს ავღანეთის მოსაზღვრე რეგიონთან, რომელშიც ალ-ყაიდა და თალიბები აქტიურობენ.
ყველაზე პოპულარული
1