Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიაში ასობით ადამიანს აპატიმრებენ


სირიის ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფი აცხადებს, რომ უშიშროების ძალები კარდაკარ რეიდს ახორციელებენ და აპატიმრებენ ასობით ადამიანს. ”სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორიის” დირექტორი რამი აბდულ-რაჰმანი აცხადებს, რომ დაპატიმრება ძირითადად ქალაქ ჰომსის ცენტრალურ ნაწილში, სანაპირო ქალაქ ბანიასში, დამასკის ზოგიერთ გარეუბანში და ქალაქ დარაას ირგვლივ მდებარე სოფლებში მიმდინარეობს. ორგანიზაციის ინფორმაციით, სირიის მთავრობის მიერ ქალაქ ჰომსში ტანკების შეყვანის შემდეგ 12 წლის მოზარდი მოკლეს. ადამიანის უფლებათა დამცველი კიდევ ერთი ორგანიზაცია ”სავასიაჰი” იუწყება, რომ სირიაში არეულობის დაწყებიდან დღემდე 800-ზე მეტი ადამიანია მოკლული.
XS
SM
MD
LG