”ქართველმა ხალხმა პროდასავლური ორიენტაცია მკაფიოდ აირჩია და მისი სხვა არჩევანის შესახებ ჯერჯერობით არაფერი მსმენია” - ამის შესახებ "ქართული პარტიის" პოზიციის კომენტირებისას რადიო თავისუფლებას განუცხადა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბერძენიშვილმა. მისივე შეფასებით, შესაძლოა, ქართულმა პარტიამ ყოფით დონეზე იპოვა აშშ-ით უკმაყოფილო ადამიანები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საელჩოსთან დიდი საპროტესტო აქციის გამართვას შეძლებს. ”თუ ერთი წამით წარმოვიდგენთ ხელისუფლებაში ბატონი ოქრუაშვილის მოსვლას, ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლებაში აღმოჩნდება ხალხი, რომელიც ეწინააღმდეგება მსოფლიოს ნომერ პირველ ქვეყანას და მას მტრად და ბოროტებად მიიჩნევს”, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა. მისივე თქმით, ქართული პარტიის გააზრებული ანტიამერიკული განცხადებები ქვეყნისთვის სასარგებლო ვერ იქნება.
ყველაზე პოპულარული
1