Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიბიის ლიდერი ისევ აჩვენეს ტელევიზიით, პირველად 30 აპრილის შემდეგ


ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი ისევ გამოჩნდა ტელევიზიაში, რაც პირველად მოხდა 30 აპრილის შემდეგ, როცა ტრიპოლიში მის რეზიდენციაზე ნატოს საჰაერო დარტყმა მოეწყო. ლიბიის სახელმწიფო ტელევიზიამ აჩვენა თემთა ლიდერებთან კადაფის შეხვედრა, რომელიც, სავარაუდოდ, ტრიპოლის ერთ-ერთ სასტუმროში გაიმართა. ამ ტელეპროგრამიდან რამდენიმე საათის შემდეგ ტრიპოლიში ისევ ისმოდა აფეთქებები - სავარაუდოდ, ნატოს მორიგი საჰაერო იერიშის ხმა. მანამდე ლიბიელმა მეამბოხეებმა გამოაცხადეს, რომ კონტროლი დაამყარეს მისრათის აეროპორტზე, კადაფის ჯარებთან ინტენსიური ბრძოლის შემდეგ.
XS
SM
MD
LG