Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჰმადინეჟადი უარყოფს განხეთქილებას ირანის უმაღლეს სასულიერო ლიდერთან


ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჟადიმ უარყო ვარაუდები, თითქოს მას ჰქონდეს რაიმე უთანხმოება ქვეყნის უმაღლეს სასულიერო ლიდერ, აიათოლა ალი ხამენეისთან. თუმცა ირანის სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში აჰმადინეჟადის არ უხსენებია ამგვარი სპეკულაციების მთავრი მიზეზი: ირანის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოსტიდან ჰაიდარ მოსლეის გადაყენება, რასაც ხამენეიმ ვეტო დაადო. აჰმადინეჟადიმ განაცხადა, რომ ხამენეი მისთვის არის „როგორც მამა“.
XS
SM
MD
LG