Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილს მოსკოვში ჩაიყვანენ


რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობაში ეჭვმიტანილ რუსტამ მაჰმუდოვს, რომლის დაკავების ამბავი დღეს გახდა ცნობილი, მალე ჩეჩნეთიდან მოსკოვში ჩაიყვანენ. ამის შესახებ იუწყება რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი. „ნოვაია გაზეტას“ მიმომხილველი ანა პოლიტკოვსკაია 2006 წლის 7 ოქტომბერს მოკლეს მისივე სახლის სადარბაზოში. მთავარ ვერსიად განიხილება ვარიანტი, რომლის თანახმად, პოლიტკოვსკაიას მკვლელობა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება.
XS
SM
MD
LG