პარლამენტმა მესამე მოსმენით, 95 ხმით ერთის წინააღმდეგ, დაამტკიცა კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ. კანონპროექტთან დაკავშირებით დღეს საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილმა, უმრავლესობასა და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან“ ერთად, საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საპარლამენტო სესიის დაწყებას აქციით გამოეხმაურა კონსერვატიული პარტია.
სანამ კანონპროექტი შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საპარლამენტო სესიის მესამე მოსმენაზე გავიდოდა, 5-ჯერ ჩასწორდა. მესამე მოსმენამდე კონსერვატიული პარტიის ინიციატივით პარლამენტის შენობის წინ აქცია გაიმართა. აქციის ერთ-ერთმა ინიციატორმა, კონსერვატიული პარტიის დედაქალაქის საქმეთა მდივანმა ლაშა ჩხარტიშვილმა განაცხადა, რომ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება საპროტესტო აქციის ჩატარება, არგუმენტად კი შემდეგი მოიყვანა:
”ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი - მათ შორის, პოლიციელი თუ სხვა - უფლებამოსილი და ვალდებულია დაიცვას ბალანსი აქციის მონაწილეებსა და სხვა მოქალაქეებს შორის, რომლებიც ცხოვრობენ, ვაჭრობენ, ბიზნესს აწარმოებენ და სხვა საქმიანობით არიან დაკავებული აქციის მიმდინარეობის მიმდებარე ტერიტორიაზე. ასე რომ, გამოიყვანენ რომელიმე ოჯახის წევრს, ათქმევინებენ, რომ მან ბავშვი ვერ დააძინა, ან ვაჭრობაში ხელი შეეშალა, იმიტომ რომ მისი სავაჭრო საქონელი არ ჩანდა ან სხვა მიზეზით, და მოითხოვენ აქციის შეწყვეტას. შეუწყვეტლობის შემთხვევაში მოხდება დარბევა.”
აქვე გეტყვით, რომ ლაშა ჩხარტიშვილი გულისხმობს კანონპროექტის იმ მუხლს, რომლითაც აქციის მონაწილეებსა და აქციის გამართვის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ ან ბიზნესსაქმიანობით და ა.შ. დაკავებულ პირთა შორის ურთიერთობა რეგულირდება. თუმცა კანონპროექტის ამ მუხლში შესწორება შევიდა, რის მიხედვითაც, აქციის შეწყვეტის მოთხოვნის საფუძველი ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან შესაძლებელია გახდეს მხოლოდ აქციის ხანგრძლივობა. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანი თათული თოდუა განმარტავს, რომ მუხლი შეცვლილია თავდაპირველ ვარიანტთან შედარებით, მაგრამ მისი პრაქტიკული განხორციელება შესაძლოა სხვაგვარი აღმოჩნდეს:
”თუ აქცია ან მანიფესტაცია ახდენს სხვა ადამიანების საქმიანობის დროებით შეფერხებას, ეს არ უნდა გახდეს აქციის ან მანიფესტაციის შეზღუდვის საფუძველი და აქ ისეთ შეკრებასა და მანიფესტაციაზე შეიძლება იყოს საუბარი, რომელიც დროში საკმაოდ ხანგრძლივად მიმდინარეობს და, შესაბამისად, დიდი ეკონომიკური ან სხვა ზიანი ადგებათ სხვა პირებს. იმედი გვაქვს პრაქტიკაშიც მართლა ასე მოხდება მისი გაგება, თუმცა პრაქტიკა, ალბათ, სხვა თემაა და მომავალი გვიჩვენებს.”
მთავარი საკამათო მუხლი კანონპროექტის ინიციატორებსა და მის ოპონენტებს შორის იყო მუხლი სასამართლოების - მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს - შენობების, პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შენობების მიმდებარე 20 მეტრიან რადიუსში აქციის აკრძალვის შესახებ. თათული თოდუა განმარტავს, რომ მუხლი სასამართლოსთან მიმართებაში შერბილდა და ასე ჩამოყალიბდა:
”სასამართლო დაადგენს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების ადგილს შენობის შესასვლელიდან არა უმეტეს 20 მეტრის რადიუსში.”
ანუ აქციის ან მანიფესტაციის გამართვა შესაძლებელი იქნება 20 მეტრიანზე ნაკლებ რადიუსშიც. თუმცა აქვე გეტყვით, რომ აქციის ან მანიფესტაციის გამართვის შეზღუდვა 20 მეტრის რადიუსით ძალაში დარჩა, სასამართლოების გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შენობის მიმართ. ეს კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, არაკონსტიტუციურია და გასაჩივრების პერსპექტივას ტოვებს.
კიდევ ერთი საკამათო ცვლილება მდგომარეობდა შემდეგში: შეკრებისა და მანიფესტაციის მონაწილეს ეკრძალებოდა ნებისმიერი ისეთი საგნის ან ნივთის ქონა, რომელსაც შეეძლო საფრთხე შეექმნა სხვების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. კანონპროექტის ოპონენტები ითხოვდნენ მუხლში საგნების ჩამონათვალი უფრო დაკონკრეტებულიყო. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი მინაშვილმა, რომელიც დღეს ოპონენტებთან საბოლოო კონსულტაციებს გადიოდა, საპარლამენტო სესიის წინ განაცხადა, რომ მუხლმა ცვლილება განიცადა და ახლა ნათქვამია: „საგანი ან ნივთი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნეს ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით.“ ანუ გაჩნდა სიტყვა „მიზანი“:
”აკრძალულ ნივთებთან მიმართებაში გამოიკვეთა მიზანი, რაც იყო ჩვენი არასამთავრობოების რჩევა, ანუ ნივთები გამოიყენება ან გამოყენებულ იქნეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენების მიზნით, ანუ დაკვალიფიცირდა და მკაფიოდ გამოიკვეთა. თავდაპირველ ვარიანტში ეს მიზანი გამოკვეთილი არ იყო. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტული ნივთების ჩამოწერას, დამერწმუნეთ, ეს უფრო შემზღუდველი იქნება რიგ შემთხვევებში.”
აკაკი მინაშვილისვე განმარტებით, კრიტიკის მიუხედავად, კანონპროექტი სავსებით შეესაბამება ევროპულ ნორმებსა და ვენეციის კომისიის მოთხოვნებს. თუმცა, ისევე როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, კონსერვატიული პარტიაც სასამართლოში მის გასაჩივრებას აპირებს.
ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელი - მათ შორის, პოლიციელი თუ სხვა - უფლებამოსილი და ვალდებულია დაიცვას ბალანსი აქციის მონაწილეებსა და სხვა მოქალაქეებს შორის...

სასამართლო დაადგენს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების ადგილს შენობის შესასვლელიდან არა უმეტეს 20 მეტრის რადიუსში...
მთავარი საკამათო მუხლი კანონპროექტის ინიციატორებსა და მის ოპონენტებს შორის იყო მუხლი სასამართლოების - მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს - შენობების, პორტების, რკინიგზის სადგურების, აეროპორტების, პროკურატურისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებათა შენობების მიმდებარე 20 მეტრიან რადიუსში აქციის აკრძალვის შესახებ. თათული თოდუა განმარტავს, რომ მუხლი სასამართლოსთან მიმართებაში შერბილდა და ასე ჩამოყალიბდა:
”სასამართლო დაადგენს შეკრების და მანიფესტაციის ჩატარების ადგილს შენობის შესასვლელიდან არა უმეტეს 20 მეტრის რადიუსში.”
ანუ აქციის ან მანიფესტაციის გამართვა შესაძლებელი იქნება 20 მეტრიანზე ნაკლებ რადიუსშიც. თუმცა აქვე გეტყვით, რომ აქციის ან მანიფესტაციის გამართვის შეზღუდვა 20 მეტრის რადიუსით ძალაში დარჩა, სასამართლოების გარდა, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შენობის მიმართ. ეს კი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ განმარტებით, არაკონსტიტუციურია და გასაჩივრების პერსპექტივას ტოვებს.
თავდაპირველ ვარიანტში ეს მიზანი გამოკვეთილი არ იყო. მაგრამ რაც შეეხება კონკრეტული ნივთების ჩამოწერას, დამერწმუნეთ, ეს უფრო შემზღუდველი იქნება რიგ შემთხვევებში...