Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაჰრეინის მთავრობამ დაიწყო ოპოზიციასთან მოლაპარაკება


ბაჰრეინის სუნიტმა ლიდერებმა დაიწყეს მოლაპარაკება ოპოზიციასთან მას შემდეგ, რაც დაარბიეს, უმეტესწილად, შიიტების საპროტესტო აქციები, რომლებიც იმართებოდა შიიტებისათვის მეტი უფლებების მინიჭების მოთხოვნით. მოლაპარაკება დღეს დაიწყო დედაქალაქ მანამაში, რამდენიმე პოლიტიკური პარტიისა და მთავრობასთან დაახლოებული ჯგუფების წარმომადგენლების - სულ 300-მდე ადამიანის მონაწილეობით. მოლაპარაკებაში მონაწილეობს ბაჰრეინის წამყვანი შიიტური პარტია ალ-ვეფაკი. შერიგებისაკენ გადადგმული ნაბიჯის მიუხედავად, მთავრობას არ დაუკმაყოფილებია ოპოზიციის მოთხოვნა, გაათავისუფლოს პატიმრები, რომლებიც დემონსტრაციებთან დაკავშირებული ბრალდებების საფუძველზე დააკავეს. დიალოგის დაწყებიდან რამდენიმე საათში პოლიციამ ცრემლმდენი გაზი გამოიყენა დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებიც გმობენ შერიგების საკითხზე მოლაპარაკებას.
XS
SM
MD
LG