პოლიტიკური მოძრაობა ”თავისუფალი საქართველოს” ლიდერი ვარაუდობს, რომ ქართული პროდუქცია რუსეთის ბაზარზე წელს დაბრუნდება. კახა კუკავამ, რომელიც გასულ კვირაში შეხვდა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს გენადი ონიშჩენკოს, თბილისში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსულ ბაზარზე ქართული პროდუქციის დასაბრუნებლად აუცილებელი სამართლებრივი და ტექნიკური პროცედურების შესათანხმებლად უახლოეს ხანში გაიმართება სპეციალური შეხვედრა ქართველი მეწარმეებისა და ექსპერტების მონაწილეობით. მათ კუკავამ მოუწოდა, საკუთარი მოსაზრებები ”თავისუფალ საქართველოს” გაუგზავნონ. პოლიტიკური მოძრაობის ლიდერი მიიჩნევს, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინისა და მინერალური წყლების დაბრუნება ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობის მოგვარების პირველი ეტაპი იქნება. კახა კუკავამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, პროცესს ხელი არ შეუშალოს.
ყველაზე პოპულარული
1