Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტროს-კანს საფრანგეთში უჩივლებენ გაუპატიურების მცდელობის გამო


საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოფილ ხელმძღვანელ დომინიკ სტროს-კანს საფრანგეთში უჩივლებენ გაუპატიურების მცდელობის გამო. საჩივრის შეტანას აპირებს მწერალი ტრისტან ბანონი, რომელიც ირწმუნება, რომ სტროს-კანი მის გაუპატიურებას შეეცადა ინტერვიუს დროს, დაახლოებით რვა წლის წინ. სტროს-კანის ადვოკატი კი აცხადებს, რომ, თავის მხრივ, ბანონს უჩივლებს ცილისწამების ბრალდებით. სტროს-კანი პარასკევს ნიუ-იორკში გაათავისუფლეს შინა პატიმრობიდან მას შემდეგ, რაც პროკურორებმა ეჭვი შეიტანეს სასტუმროს მოსამსახურე ქალის ჩვენების სისწორეში. სტროს-კანს ისიც სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებდა.
XS
SM
MD
LG