Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ოფიციალურად დაიწყო უსაფრთხოების გადაცემის პროცესი


ავღანეთის ცენტრალურ ბამიანის პროვინციაში დღეს გამართული მოკრძალებული ცერემონიით, ნატოს ხელმძღვანელობით მოქმედმა ძალებმა ოფიციალურად დაიწყეს ავღანეთის უსაფრთხოების ძალების და არმიის ნაწილებისათვის ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის გადაცემის პროცესი. ცერმონია, რომელიც ადგილობრივი პოლიციის შტაბთან გაიმართა, უსაფრთხოების ინტერსებიდან გამომდინარე წინასწარ არ გამოცხადებულა და არც ტელევიზით არ გაშუქებულა. ღონისძიებას არ დასწრებია პრეზიდენტი ჰამიდ კარზაი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდა პასუხისმგებლობის გადაცემას. ნატოს სტრატეგიის თანახმად, გარდამავალი პროცესი ავღანეთში 2014 წლამდე უნდა დასრულდეს. მიუხედავად იმისა, რომ ბამიანის პროვინცია ავღანეთის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი რეგიონია, უშიშროების წაყაროების თქმით, არსებობს საშიშროება თალიბანის მხრიდან შესაძლო თავდასხმებისა შვიდიდან ერთ-ერთ იმ რეგიონზე, სადაც უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა პირველი ფაზის თანახმად, ავღანეთის უშიშროების ძალებს უნდა გადაეცეთ.
XS
SM
MD
LG