Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა: ალ-ავლაკის სიკვდილი დიდი დარტყმაა ალ-ყაიდისთვის


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ ალ-ყაიდასთან და მის მოკავშირეებთან ბრძოლაში საეტაპო მნიშვნელობის მიღწევა უწოდა ექსტრემისტის, ანვარ ალ-ავლაკის ლიკვიდაციას იემენში. ალ-ავლაკი აშშ-ის უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხედ იყო მიჩნეული. ალ-ავლაკის და მისი რამდენიმე მოკავშირის ლიკვიდაციის შესახებ ცნობა იემენის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა. ალ-ავლაკი აშშ-ში დაბადებული სასულიერო პირი იყო, რომელიც ალ-ყაიდის ინგლისურენოვან პროპაგანდისტად ითვლებოდა არაბეთის ნახევარკუნძულზე. აშშ-ის ოფიციალური პირების ცნობით - რომელთა ვინაობა არ სახელდება - ალ-ავლაკი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საჰაერო იერიშს ემსხვერპლა.
XS
SM
MD
LG