ავტორი: მარიამ ცინდელიანი
დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამა ზედმეტი წონის პრობლემას ეძღვნება - პრობლემას, რომელიც ყველა ასაკის ადამიანს აღელვებს, მაგრამ ახალგაზრდები მას მაინც განსაკუთრებულად განიცდიან. ისინი ხშირად მიმართავენ ათასგვარ დიეტას, რათა სასურველი წონა შეინარჩუნონ. რამდენად ეფექტურია და რა მოაქვს ჯანმრთელობისთვის დიეტას - არის თუ არა ეს ერთადერთი შესაძლებლობა ზედმეტი წონის მოსაშორებლად?
როდესაც გოგოები იკრიბებიან, ერთ-ერთი თემა თითქმის ყოველთვის არის ზედმეტი კილოგრამების პრობლემა და, რა თქმა უნდა, დიეტა. მსჯელობენ, კამათობენ, თუ რამდენად ეფექტურია გასახდომად ესა თუ ის დიეტა, მაგრამ, როგორც წესი, არავინ კითხულობს, მავნებელია თუ არა დიეტა ჯანმრთელობისათვის. მთავარია ლამაზად და კარგად გამოვიყურებოდეთო, – ამბობენ ისინი.
რას ნიშნავს “კარგად გამოიყურებოდე”? დღეს რა მიიჩნევა, ამ თვალსაზრისით, კრიტერიუმად? ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს:
“არსებობს სოციალური სტანდარტები, რამდენად მსუქანი ან გამხდარი უნდა იყოს ადამიანი, რაც ითვლება კულტურების და დროის მიხედვით. ბევრს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება სიმსუქნისაკენ, რაც, როგორც წესი, არის ბავშვობაში ზედმეტი კვების შედეგი. ბავშვობაში ზედმეტი კვება იწვევს სპეციალური ცხიმოვანი უჯრედების ჩამოყალიბებას, რომელიც ორგანიზმში რჩება და არ ქრება. დიეტის დაცვა და მის მიხედვით წონის დაკლება არის ძალიან ძნელი. ”
ის, რომ წონის დაკლება ძალიან ძნელია, ამას ნებისმიერი გოგონა გეტყვით:
“ბავშვობიდან ვიყავი დიეტებზე სულ, ანუ შევამცირე ცომი და სულ ვჭამდი არასასარგებლო რაღაცებს. მეგონა, რომ გავხდებოდი. შედეგი მივიღე, გავხდი, მაგრამ ჩემს გახდომასთან ერთად მივიღე ძალიან ბევრი პრობლემა, რაც მიქმნის ახლა სერიოზულ დისკომფორტს - ანუ კუჭის ტკივილი, შეტევები.”
“ძალიან ხშირად მივმართავ დიეტებს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან რამდენიმე დღეში კვლავ ვიმატებ ხოლმე. ამიტომ კვების უფრო ჯანსაღ წესს უნდა მივმართოთ, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. შეიძლება ვარჯიში უფრო სასარგებლო იყოს ჩვენთვის.”
“დიეტა ძალიან დიდი ხანია - უკვე რამდენიმე წელია - ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მკაცრი დიეტები, რომლებიც შიმშილზეა დამყარებული, არის ძალიან მავნებელი და მუდმივმა შიმშილმა მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემიქმნა და საერთოდ ვერ შევებრძოლე წონას: ყოველთვის, როცა წონაში ვიკლებდი, მერე ძალიან მალე ვიმატებდი.”
ხანგრძლივი დიეტების და კალორიებთან ბრძოლის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას ბევრი ახალგაზრდა უჩივის. მათ აწუხებთ უხასიათობა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა იჩენს თავს.
აი რას ამბობს ამ პრობლემებზე გაგა ნიჟარაძე:
“ჩვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდებს უნდათ გამოიყურებოდნენ სილამაზის სტანდარტების მიხედვით. ეს ხშირ შემთხვევაში ნევროზამდე მიდის ხოლმე. არსებობს ნერვული ანორექსია, რომელიც ემართებათ ძირითადად ქალებსა და გოგონებს, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან თავისი წონით, პრაქტიკულად წყვეტენ ჭამას და ხშირად შეიძლება ეს სიკვდილითაც დამთავრდეს.”
დიეტა ახალგაზრდებში შიმშილთან ასოციირდება, ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს, რასაც კატეგორიულად კრძალავენ ენდოკრინოლოგები და საუბრობენ მისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი:
“მთელ მსოფლიოში ზოგადად იმატებს სიმსუქნის მაჩვენებელი - 91-დან 98 წლამდე, შეიძლება ითქვას, გაორმაგდა ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, სიმსუქნეს მხოლოდ გარეგნულ პრობლემად აღიქვამენ ადამიანები, მაშინ როცა სიმსუქნეს უამრავი გართულებები ახლავს. როგორც ორგანული, ასევე გარეგნული და ვიზულარული მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკის ფაქტორს, ვინაიდან ცნობილია, რომ გარდატეხის ასაკში ძალიან დიდი საწყისები აქვს სიმსუქნის განვითარებას. ამ პერიოდში ხდება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა, ენდოკრინული პროცესების განვითარება, მემკვიდრეობითი განწყობა და არასწორი კვების რეჟიმი, ამას ემატება არააქტიური ცხოვრების რიტმი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ დაგროვებულ კილოგრამებს, რომელიც შეიძლება უკვე მთელი სიცოცხლე გაჰყვეს პაციენტს და საკმაოდ რთულია უკვე ამ კილოგრამებთან ბრძოლა.”
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა კი პრობლემის კიდევ ერთ ასპექტზე საუბრობს:
“დიეტა, პირველ რიგში, არ არის შიმშილი. შეიძლება შეიქმნას პრობლემები ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც არის მოზარდებზე საუბარი გარდატეხის პერიოდში, ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც შემდგომში უკვე უკავშირდება შვილოსნობის პრობლემებს. გარდატეხის პერიოდში, რა თქმა უნდა, თვითნებური დიეტები იკრძალება.”
რა თქმა უნდა, გამოსავალიც არსებობს:
“რჩევა მექნება ასეთი ყველა მოზარდის მიმართ, რომ სანამ მიიღებენ გადაწყვეტილებას, ალბათ უმჯობესი იქნება მიმართონ პროფესიონალ ენდოკრინოლოგს და მოხდეს მათი - კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში - საექიმო გასინჯვა. რა არის გამოსავალი? ეს არის ცხოვრების სტილის მოდიფიკაცია, ჯანსაღი პროდუქტებით კვება და ეს კვება უნდა იყოს აუცილებლად ოთხჯერადი, ვინაიდან კვების სიხშირე პირდაპირ პროპორციულია წონასთან. რაც უფრო ხშირად ვიკვებებით და ცოტა ულუფებით ვიკვებებით, მით უფრო ნაკლებია ასეთი პრობლემები, რაც მთავარია, ცილებით მდიდარი საკვებით, პლუს ემატება ვარჯიში და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ მის კორექციას და ჯანსაღი ცხოვრების სტილს, რომელიც ერთადერთი ბერკეტია, ხაზგასმით შემიძლია ვთქვა, სიმსუქნესთან ბრძოლის საკითხში”, - გვითხრა ნინო ბერეკაშვილმა.
დიეტების ათასგვარ რეცეპტს დაძებნით დღეს ჟურნალ-გაზეთებში. ნაცნობ-მეგობრებიც უთუოდ გირჩევენ თავიანთ “გამოცდილ” მეთოდებს. ინტერნეტსაიტები სავსეა დიეტების მრავალსახეობით. მაგრამ იმავე ინტერნეტში ასეთ ფრაზასაც წააწყდებით:
”ერთადერთი საშუალება გახდომისათვის ის არის, რომ გადავხედოთ ჩვენს მიზნებს ცხოვრებაში”.

არსებობს სოციალური სტანდარტები, რამდენად მსუქანი ან გამხდარი უნდა იყოს ადამიანი, რაც ითვლება კულტურების და დროის მიხედვით...
როდესაც გოგოები იკრიბებიან, ერთ-ერთი თემა თითქმის ყოველთვის არის ზედმეტი კილოგრამების პრობლემა და, რა თქმა უნდა, დიეტა. მსჯელობენ, კამათობენ, თუ რამდენად ეფექტურია გასახდომად ესა თუ ის დიეტა, მაგრამ, როგორც წესი, არავინ კითხულობს, მავნებელია თუ არა დიეტა ჯანმრთელობისათვის. მთავარია ლამაზად და კარგად გამოვიყურებოდეთო, – ამბობენ ისინი.
რას ნიშნავს “კარგად გამოიყურებოდე”? დღეს რა მიიჩნევა, ამ თვალსაზრისით, კრიტერიუმად? ფსიქოლოგი გაგა ნიჟარაძე ამბობს:
“არსებობს სოციალური სტანდარტები, რამდენად მსუქანი ან გამხდარი უნდა იყოს ადამიანი, რაც ითვლება კულტურების და დროის მიხედვით. ბევრს აქვს ბუნებრივი მიდრეკილება სიმსუქნისაკენ, რაც, როგორც წესი, არის ბავშვობაში ზედმეტი კვების შედეგი. ბავშვობაში ზედმეტი კვება იწვევს სპეციალური ცხიმოვანი უჯრედების ჩამოყალიბებას, რომელიც ორგანიზმში რჩება და არ ქრება. დიეტის დაცვა და მის მიხედვით წონის დაკლება არის ძალიან ძნელი. ”
ის, რომ წონის დაკლება ძალიან ძნელია, ამას ნებისმიერი გოგონა გეტყვით:
შედეგი მივიღე, გავხდი, მაგრამ ჩემს გახდომასთან ერთად მივიღე ძალიან ბევრი პრობლემა, რაც მიქმნის ახლა სერიოზულ დისკომფორტს - ანუ კუჭის ტკივილი, შეტევები...
“ბავშვობიდან ვიყავი დიეტებზე სულ, ანუ შევამცირე ცომი და სულ ვჭამდი არასასარგებლო რაღაცებს. მეგონა, რომ გავხდებოდი. შედეგი მივიღე, გავხდი, მაგრამ ჩემს გახდომასთან ერთად მივიღე ძალიან ბევრი პრობლემა, რაც მიქმნის ახლა სერიოზულ დისკომფორტს - ანუ კუჭის ტკივილი, შეტევები.”
“ძალიან ხშირად მივმართავ დიეტებს, მაგრამ უშედეგოდ, რადგან რამდენიმე დღეში კვლავ ვიმატებ ხოლმე. ამიტომ კვების უფრო ჯანსაღ წესს უნდა მივმართოთ, რომ შესაბამისი შედეგი მივიღოთ. შეიძლება ვარჯიში უფრო სასარგებლო იყოს ჩვენთვის.”
“დიეტა ძალიან დიდი ხანია - უკვე რამდენიმე წელია - ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, მაგრამ პირადი გამოცდილებიდან შემიძლია ვთქვა, რომ მკაცრი დიეტები, რომლებიც შიმშილზეა დამყარებული, არის ძალიან მავნებელი და მუდმივმა შიმშილმა მერე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შემიქმნა და საერთოდ ვერ შევებრძოლე წონას: ყოველთვის, როცა წონაში ვიკლებდი, მერე ძალიან მალე ვიმატებდი.”
ხანგრძლივი დიეტების და კალორიებთან ბრძოლის შემდეგ ჯანმრთელობის გაუარესებას ბევრი ახალგაზრდა უჩივის. მათ აწუხებთ უხასიათობა და სხვადასხვა ფსიქოლოგიური პრობლემა იჩენს თავს.
აი რას ამბობს ამ პრობლემებზე გაგა ნიჟარაძე:
“ჩვენთან, როგორც მთელ მსოფლიოში, ახალგაზრდებს უნდათ გამოიყურებოდნენ სილამაზის სტანდარტების მიხედვით. ეს ხშირ შემთხვევაში ნევროზამდე მიდის ხოლმე. არსებობს ნერვული ანორექსია, რომელიც ემართებათ ძირითადად ქალებსა და გოგონებს, რომლებიც მუდამ უკმაყოფილონი არიან თავისი წონით, პრაქტიკულად წყვეტენ ჭამას და ხშირად შეიძლება ეს სიკვდილითაც დამთავრდეს.”
დიეტა ახალგაზრდებში შიმშილთან ასოციირდება, ხშირად მიმართავენ თვითნებურ დიეტებს, რასაც კატეგორიულად კრძალავენ ენდოკრინოლოგები და საუბრობენ მისგან გამოწვეულ პრობლემებზე. ენდოკრინოლოგი ნინო ბერეკაშვილი:
“მთელ მსოფლიოში ზოგადად იმატებს სიმსუქნის მაჩვენებელი - 91-დან 98 წლამდე, შეიძლება ითქვას, გაორმაგდა ამ დაავადებით შეპყრობილი ადამიანების რიცხვი. სამწუხაროდ, სიმსუქნეს მხოლოდ გარეგნულ პრობლემად აღიქვამენ ადამიანები, მაშინ როცა სიმსუქნეს უამრავი გართულებები ახლავს. როგორც ორგანული, ასევე გარეგნული და ვიზულარული მხარე საკმაოდ მნიშვნელოვანია. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასაკის ფაქტორს, ვინაიდან ცნობილია, რომ გარდატეხის ასაკში ძალიან დიდი საწყისები აქვს სიმსუქნის განვითარებას. ამ პერიოდში ხდება რამდენიმე ფაქტორის თანხვედრა, ენდოკრინული პროცესების განვითარება, მემკვიდრეობითი განწყობა და არასწორი კვების რეჟიმი, ამას ემატება არააქტიური ცხოვრების რიტმი და, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ დაგროვებულ კილოგრამებს, რომელიც შეიძლება უკვე მთელი სიცოცხლე გაჰყვეს პაციენტს და საკმაოდ რთულია უკვე ამ კილოგრამებთან ბრძოლა.”
ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა კი პრობლემის კიდევ ერთ ასპექტზე საუბრობს:
“დიეტა, პირველ რიგში, არ არის შიმშილი. შეიძლება შეიქმნას პრობლემები ზრდასთან დაკავშირებით, როდესაც არის მოზარდებზე საუბარი გარდატეხის პერიოდში, ქალებში შეიძლება გამოიწვიოს მენსტრუალური ციკლის დარღვევები, რაც შემდგომში უკვე უკავშირდება შვილოსნობის პრობლემებს. გარდატეხის პერიოდში, რა თქმა უნდა, თვითნებური დიეტები იკრძალება.”
რა თქმა უნდა, გამოსავალიც არსებობს:
ერთადერთი საშუალება გახდომისათვის ის არის, რომ გადავხედოთ ჩვენს მიზნებს ცხოვრებაში...