ირანის რელიგიურმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ გააფრთხილა აშშ და ისრაელი, რომ თუკი ისინი თავს დაეხსმებიან და გაანადგურებენ თეირანის ბირთვულ ობიექტებს, მათ ირანი „რკინის მუშტებით“ დახვდება. ხამენეიმ, ტელევიზიის თანახმად, განაცხადა, რომ ყოველგვარ მუქარას და თავდასხმას, ან თუნდაც ამაზე ფიქრს, ირანი უპასუხებს. ხამენეის გაფრთხილება მოჰყვა ატომური სააგენტოს ანგარიშის გამოქვეყნებას, რომელშიც გამოთქმულია ვარაუდი, რომ ირანი ბირთვულ იარაღზე მუშაობს. ამ ანგარიშში დღემდე ყველაზე არაორაზროვნად არის შეფასებული, რომ ირანი ბირთვულ პროგრამაში ატომური იარაღის შექმნის მცდელობას მალავს. ირანი უარყოფს ასეთ ბრალდებას.
ყველაზე პოპულარული
1