Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბერლუსკონი: მარიო მონტი არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს


იტალიის ახალი პრემიერ-მინისტრი, მარიო მონტი არ მიიღებს კანდიდატის სახით 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას, განაცხადა მთავრობის ყოფილმა მეთაურმა, სილვიო ბერლუსკონიმ, გადადგომის შემდეგ, გაზეთ „კორიერე დელა სელასთვის“ მიცემულ თავის პირველ ინტერვიუში. მონტის მთავრობა ჩამოყალიბდა მთავარი პოლიტიკური ძალების შეთანხმების შედეგად მას მერე, რაც ბერლუსკონიმ დაკარგა უმრავლესობა პარლამენტში. ახალი მთავრობის მთავარი ამოცანაა გაატაროს ფინანსური სტაბილიზების ზომები, რათა თავიდან ააცილოს ქვეყანას ვალების გამო კრიზისი.
XS
SM
MD
LG