Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

IPM-ის გამოკითხვის თანახმად, პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლას ბევრი ემხრობა


კვლევითმა ინსტიტუტმა IPM-მა ჩაატარა გამოკითხვა პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის მოსვლასთან დაკავშირებით. პირდაპირი ინტერვიუს საშუალებით 24 ოქტომბრიდან 14 ნოემბრამდე მთელ საქართველოში 2500 ადამიანი გამოიკითხა. გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეებს სამი შეკითხვა დაუსვეს. მოქალაქეთა 41% დადებითად აფასებს ბიძინა ივანიშვილის სურვილს, მოვიდეს პოლიტიკაში. 26%-ს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, 16% კი ფიქრობს, რომ ბიზნესმენის პოლიტიკაში გამოჩენა ნეგატიურია. გამოკითხულთა 43% ფიქრობს, რომ ივანიშვილი პოლიტიკური მიზნების განხორციელებას შეძლებს, მოქალაქეთა 20%-ს საპირისპირო მოსაზრება აქვს, 37%-ს კი ამ საკითხზე პასუხი არა აქვს. გამოკითხულთა 30% ფიქრობს, რომ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობას ივანიშვილის გამოჩენა ძირეულად შეცვლის. 25%-ისთვის ქვეყნის პოლიტიკური მდგომარეობა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება. გამოკითხულთა 17% კი ივანიშვილის გამოჩენით არანაირ ცვლილებებს არ ელოდება.
XS
SM
MD
LG