Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კახი კალაძემ დატოვა ეროვნული ნაკრები და ხელისუფლება ავტორიტარიზმში დაადანაშაულა


„ვაცხადებ, რომ მივდივარ ეროვნული ნაკრებიდან, რომლის ღირსებასაც 15 წელი ვიცავდი“, - განაცხადა საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების კაპიტანმა კახი კალაძემ, რომელმაც საზოგადოებას „ქართული ოცნების“ პრეზენტაციაზე მიმართა. ფეხბურთელმა მადლობა გადაუხადა ნაკრების მოთამაშეებს, მწვრთნელებს და გულშემატკივრებს და მათ ბოდიში მოუხადა იმ თამაშის, გამო რომელშიც ფეხბურთელმა საკუთარ კარში ორი გოლი გაიტანა. „კარგი იქნება, თუ ის ადამიანებიც მოუხდიან ბოდიში ქვეყანას, რომლებსაც წლების განმავლობაში ცხოვრებას მხოლოდ ავტოგოლებით იწყებენ და ავტოგოლები მოაქვთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - განაცხადა კახი კალაძემ, რომელმაც საქართველოს ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციაში, ბიზნესის შევიწროვებასა და კანონის ფეხქვეშ გათელვაში დაადანაშაულა. კახი კალაძე "ქართული ოცნების" პრეზენტაციაზე ცნობილ უკრაინელ ფეხბურთელთან ანდრეი შევჩენკოსთან ერთად იმყოფებოდა.
XS
SM
MD
LG