Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დავით ბაქრაძე სიფრთხილისკენ მოუწოდებს ქართულ პოლიტიკურ ძალებს


პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ქართულ პოლიტიკურ ძალებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს, რათა საბჭოთა კავშირის აღდგენის პროექტის რელიზებას ხელი არ შეუწყონ. ბაქრაძის თქმით, არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთის პრემიერ-მინისტრისგან საბჭოთა კავშირის ნოსტალგია ისმის. "მას ოფიცილურად აქვს გაცხადებული გეგმა, რომ აღადგინოს საბჭოთა კავშირი მოდერნიზებული, ანუ ე.წ. ევრაზიის კავშირის ფორმით, მაგრამ როგორიც უნდა იყოს რუსული პოლიტიკური ელიტის გეგმა, საქართველო ნამდვილად არ აპირებს მისი ნაწილი იყოს”, - განუცხადა დღეს ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, საქართველოს ადგილი არის ევროკავშირსა და ნატოში, ხოლო ვისაც საბჭოთა კავშირში დაბრუნება სურს, "ღმერთმა ხელი მოუმართოს". ბაქრაძის განცხადებითვე, საქართველოში მოქმედმა ყველა პოლიტიკურმა ძალამ კარგად უნდა გაიაზროს პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქმედებით ან უმოქმედობით ხელი არ შეუწყოს ახალი პოლიტიკური პროექტის რელიზებას.
XS
SM
MD
LG