Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი აკრიტიკებს კეთრინ ეშტონს


რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააკრიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი კეთრინ ეშტონი, რომელმაც სპეციალური განცხადება გააკეთა საპრეზიდენტო არჩევნებიდან „იაბლოკოს“ ლიდერის გრიგორი იავლინსკის კანდიდატურის მოხსნის გამო. რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელმა ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა, რომ მოწოდება, გადაისინჯოს რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, პოლიტკორექტულობის ფარგლებს სცილდება. ეშტონი რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნების თემას ოთხშაბათს, ევროპარლამენტში გამოსვლისას შეეხო. იგი მიესალმა არჩევნებზე ევროკავშირის დამკვირვებლების მიპატიჟებას, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკაშვირი კიდევ უფრო ფხიზლად დააკვირდება რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებს, ვიდრე განვლილ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც ეუთოს დამკვირვებლებმა არ მიიჩნიეს სამართლიანად.
XS
SM
MD
LG