Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთში აღინუსხა მოულოდნელად მაღალი ინფლაცია


იანვარში ჩინეთში მოულოდნელად მკვეთრი ინფლაციის ზრდა აღინიშნა. ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიუროს ცნობით, ერთ თვეში ინფლაცია 4,5%-ით გაიზარდა. ქვეყანაში სასურსათო პროდუქტზე ფასი ერთ თვეში 10%-ზე მეტით გაიზარდა. ასეთი ზრდა, ნაწილობრივ აიხსნება იანვრის ბოლოს ჩინური კალენდრით ახალი წლის აღნიშვნის ღონისძიებებით. ასეთ დროს ყოველთვის იზრდებოდა სასურსათო პროდუქტებზე მოთხოვნა. თუმცა, ანალიტიკოსები შენიშნავენ, რომ გასულ წელსვე ინფლაცია ჩინეთში მნიშვნელოვნად მაღალი იყო, ვიდრე დაგეგმილი 4%. ფასების სწრაფმა ზრდამ, ეკონომისტების აზრით, შესაძლოა, მიმდინარე წელს არსებითად შეანელოს ეკონომიკური ზრდა ჩინეთში.
XS
SM
MD
LG