Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი ინდოეთსა და საქართველოში მათ დიპლომატებზე თავდასხმაზე იუწყება


ისრაელის თანახმად მისი ქვეყნის დიპლომატები თავდასხმის სამიზნედ იქცნენ ინდოეთსა და საქართველოში. ოფიციალური ინფორმაციით სულ მცირე ერთი პიროვნება დაშავდა მას შემდეგ, რაც ინდოეთის დედაქალაქის ქუჩებში აფეთქების სამიზნე გახდა ისრაელის დიპლომატიურ მანქანა. ამავე ცნობით საქართველოში, გაუვნებელყვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის სამიზნე, როგორც ირკვევა, ასევე ისრაელის საელჩოს პერსონალი უნდა გამხდარიყო. "ნაღმი აღმოჩნდა ისრაელის საელჩოს ერთ-ერთი ქართველი თანამშორმლის მანქანის ქვეშ. ინფორმაციის მიღების შემდეგ, გამნაღმველებმა ასაფეთქებელი მოწყობილობა ოპერატიულად გააუვნებელყვეს", - განუცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა. მიმდინარეობს გამოძიება.
XS
SM
MD
LG