Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიის პრეზიდენტი შესაძლოა პროტესტანტი მღვდელი გახდეს


გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი დათანხმდა ოპოზიციის წინადადებას, წამოაყენოს ქვეყნის პრეზიდენტის პოსტზე ყოფილი აღმოსავლეთ-გერმანელი დისიდენტი და უფლებათადამცველი, პროტესტანტი მღვდელი იოახიმ გაუკი. ამის თაობაზე სააგენტო „როიტერსი“ კანცლერის წყაროზე დაყრდნობით იუწყება. ანგელა მერკელი, მმართველი კოალიციისა და ოპოზიციის წარმომადგენლები კვირას განიხილავდნენ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის კანდიდატურას. ეს საკითხი დღის წესრიგში დადგა მას შემდეგ, რაც 17 თებერვალს პრეზიდენტის პოსტი დატოვა კრისტიან ვულფმა, რომელიც რამდენიმე სკანდალში აღმოჩნდა გახვეული. იოახიმ გაუკი ერთხელ უკვე წამოაყენა ოპოზიციამ 2010 წელს პრეზიდენტის პოსტზე, მაგრამ ვერ მოიპოვა მმართველი კოალიციის მხარდაჭერა.
XS
SM
MD
LG