Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კამერონმა ჯარისკაცების დაღუპვას „დიდი დანაკარგი“ უწოდა


ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს დაასახელოს იმ ექვსი ჯარისკაცის ვინაობა, რომლებიც 6 მარტს დაიღუპნენ ავღანეთში. ბრიტანელი სამხედროების დაჯავშნული ავტომანქანა აფეთქდა სამშაბათს, სამხრეთში მდებარე ჰელმანდის პროვინციაში პატრულირებისას. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კემერონმა ჯარისკაცების დაღუპვას „ქვეყნისათვის ძალიან სამწუხარო დღე“ უწოდა. ასეთი დიდი დანაკარგი ბრიტანულ სამხედრო კონტინგენტს ავღანეთში 2006 წლის შემდეგ არ ჰქონია. ეს იერიში კიდევ უფრო გააძლიერებს მოწოდებებს ხელისუფლებისადმი, რათა დააჩქაროს ავღანეთიდან 9500 კაციანი ბრიტანული კონტინგენტის გამოყვანა, რაც 2014 წლისათვის იგეგმება. ავღანეთში 2001 წელს საერთაშორისო ძალების სამხედრო ინტერვენციის დაწყების შემდეგ, ამ ქვეყანაში დაღუპულია 400-ზე მეტი ბრიტანელი ჯარისკაცი.
XS
SM
MD
LG