Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიაში ავტობუსის ავარიას ემსხვერპლა 28 ადამიანი, მათ შორის 22 ბავშვი


შვეიცარიაში ავტობუსის ავარიამ 28 სიცოცხლე იმსხვერპლა. დაღუპულებს შორის 22 ბავშვია. გავრცელებული ცნობებით, დაღუპულები ძირითადად ბელგიელები არიან, რომლებიც სათხილამურო არდადეგებიდან შინ ბრუნდებოდნენ. ავტობუსში სულ 52 მგზავრი იყო. როგორც იუწყებიან, ავარია სამშაბათს ადგილობრივი დროით დაახლოებით ღამის 9 საათზე მოხდა - ავტობუსი გვირაბის კედელს შეეჯახა შვეიცარიის ალპების სათხილამურო კურორტთან ახლოს. დაღუპულებს შორის ავტობუსის ორი მძღოლია. დაიჭრა კიდევ 24 ბავშვი. ავარიის მიზეზი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბელგიის პრემიერ-მინისტრმა, ელიო დი რუპომ ავარიას „მთელი ბელგიის ტრაგედია“ უწოდა.
XS
SM
MD
LG