ამერიკელი ოფიციალური პირების განცხადებით, გარდაიცვალა ავღანელი მამაკაცი, რომელმაც, სავარაუდოდ, სცადა ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმა ავღანეთში შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის, ლიონ პანეტას გუშინდელი ვიზიტისას. ინციდენტი მოხდა სამხრეთ ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში მდებარე აეროდრომზე. ავღანეთში შეერთებული შტატების ჯარების სარდლის მოადგილე, გენერალ-ლეიტენანტ კერტის სკაპაროტის განცხადებით, ავღანელმა მამაკაცმა, რომელიც სამხედრო ბაზაზე თარჯიმნად მუშაობდა, როგორც ჩანს, სცადა სატვირთო ავტომანქანით დაჯახებოდა ამერიკელ საზღვაო ქვეითებს. ავტომანქანაში საწვავით სავსე ავზი იყო, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა და სავარაუდო თავდამსხმელმა მძიმე დამწვრობა მიიღო. ოფიციალური პირების ცნობით, ის მოგვიანებით გარდაიცვალა. ინციდენტი მოხდა ცოტა ხნით ადრე ავღანეთის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაისთან ლიონ პანეტას შეხვედრამდე.
ყველაზე პოპულარული
1