Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კოფი ანანი გაეროს უშიშროების საბჭოს სთხოვს გაარღვიოს სირიის კრიზისის ირგვლივ შექმნილი ჩიხი


გაეროს დიპლომატების ცნობით, სირიის კრიზისში გაეროსა და არაბული ქვეყნები წარმომადგენელმა, კოფი ანანმა უშიშროების საბჭოს მოუწოდა გაარღვიოს ამ კრიზისის ირგვლივ შექმნილი ჩიხი და ერთიანი ძალებით დაუჭიროს მხარი ქვეყანაში სისხლიანი ძალადობის დასრულების მის მცდელობას. დიპლომატების მიერ გავრცელებული ციტატის თანახმად, ანანმა უშიშროების საბჭოს წევრებს უთხრა - „თქვენი მესიჯი რაც უფრო ძლიერი და ერთიანი იქნება, მით უფრო მეტად გაიზრდება კონფლიქტის დინამიკის შეცვლის შანსი“. უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა - რუსეთმა და ჩინეთმა - ორჯერ დაადეს ვეტო უშიშროების საბჭოს რეზოლუციის პროექტს, რომელიც ბაშარ ალ-ასადის რეჟიმს გმობდა ოპონენტების წინააღმდეგ სისხლიანი რეპრესიების გამო. გაეროს შეფასებით, ერთი წლის განმავლობაში 8,000-ზე მეტი სამოქალაქო პირი ემსხვერპლა სისხლისღვრას. კოფი ანანი ამ განცხადებებით ჟენევაში, 15 წევრისგან შემდგარი საბჭოს წინაშე, ვიდეო-კონფერენციის მეშვეობით წარსდგა და დამასკში გამართული მოლაპარაკებების შესახებ მოუთხრო.
XS
SM
MD
LG