Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი მუნი - ვითარება სირიაში ”მიუღებელი და დაუშვებელია”


გაეროს გენერალურმა მდივანმა ბან კი მუნმა დღეს განაცხადა, რომ ვითარება სირიაში ”მიუღებელი და დაუშვებელია”. გენერალური მდივნის შეფასებით, სირია დღეს ”მსოფლიო თანამეგობრობისთვის ყველაზე შემაშფოთებელ საკითხს” წარმოადგენს. ბან კი მუნმა კიდევ ერთხელ მოუწოდა სირიის მთავრობას ხელი შეუწყოს ჰუმანიტარული დახმარების შეუფერხებლად მიწოდებას. ორშაბათს რუსეთის შეუერთდა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მოწოდებას - ჰუმანიტარული პროცესის ხელშეწყობისთვის სირიაში ყოველდღიურად ორსაათიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს სირიის მთავრობას ”და მასთან დაპირისპირებულ ყველა შეიარაღებულ ჯგუფს” ”დაუყოვნებლივ” შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე. გაეროს მონაცემებით, 12 თვიანი დაპირისპირების შედეგად სირიაში 8000-ზე მეტი ადამიანია მოკლული. ორშაბათს დამასკის ზოგიერთ ნაწილში შეტაკებები გრძელდებოდა.
XS
SM
MD
LG