Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებენ "პოლიტიკური ნების" გამოჩენისაკენ


აშშ, რუსეთი და საფრანგეთი მოუწოდებენ აზერბაიჯანსა და სომხეთს, გამოიჩინონ „პოლიტიკური ნება“, რომელიც საჭიროა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მშვიდობიანად მოსაგვარებლად. შესაბამისი მოწოდებით გამოვიდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ალენ ჟუპე იმ განცხადების მე-20 წლისთავთან დაკავშირებით, რომელიც შეეხებოდა კონფლიქტის საკითხზე კონფერენციის მოწვევას. აშშ, რუსეთი და საფრანგეთი არიან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ხელშესაწყობად ეუთოს მიერ შექმნილი „მინსკის ჯგუფის“ თანათავმჯდომარეები. ისინი აზერბაიჯანის და სომხეთის ლიდერებს მოუწოდებენ, რომ "მოსახლება მოამზადონ მშვიდობისთვის და არ ომისათვის". მთიანი ყარაბაღის ომი, რომლის შედეგადაც სომხებმა კონტროლი დაამყარეს რეგიონზე და მის მიმდებარე ტერიტორიებზე, 1994 წელს დასრულდა. ამის შემდეგ მხარეები ჯერ-ჯერობით უშედეგოდ ცდილობენ მთიანი ყარაბაღის სტატუსზე შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG