სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 8 აპრილს ჩატარდება. განმეორებითი არჩევნების პირველი ტურის შემდეგ ლიდერობს თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ლეონიდ თიბილოვი. სამხრეთი ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა ბელა პლიევამ განაცხადა, რომ თიბილოვმა ხმების 42%-ზე მეტი მიიღო. არჩევნების მეორე ტურში გავიდა რწმუნებული ადამიანის უფლებათა საკითხებში დავიდ სანაკოევი. მან ხმების 24%-ზე მეტი მიიღო. დანარჩენ ორ კანდიდატს რაც შეეხება - დმიტრი მედოევმა ხმების 24%-მდე მიიღო და სტანისლავ კოჩიევმა კი დაახლოებით 6%. საარჩევნო უბნების ყველა ოქმი დამუშავებულია.
ყველაზე პოპულარული
1