Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარლამენტში შსს მინისტრის მოადგილემ წარმოადგინა


საქართველოს პარლამენტში გამართულ სამთავრობო საათზე არ მივიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვანო მერაბიშვილი. მის ნაცვლად კანონმდებლების შეკითხვებს უპასუხა მისმა მოადგილემ, ეკატერინე ზღულაძემ. მინისტრის გამოუცხადებლობის გაპროტესტების მიზნით პლენარული სხდომის დარბაზი დატოვეს ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წევრებმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ და ჯონდი ბაღათურიამ. მათი შეფასებით, მერაბიშვილის არმისვლა ნიშავს მის გაქცევას ბრძოლის ველიდან. სამთავრობო საათი ოპოზიციის წარმომადგენლების ინიციატივით დაინიშნა. პარლამენტში ასევე დაბარებული იყო იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი - რომელიც საქართველოში არ იმყოფება. პარლამენტში ისიც მოადგილის, თინა ბურჯალიანის მიერ იყო წარმოდგენილი. ბურჯალიანის თქმით, ოპოზიციური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერისთვის ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე გადაწყვეტილება კანონით დადგენილი სამი თვის ვადაში იქნება მიღებული - თუმცა მან ასევე არ გამორიცხა, რომ ამ ვადას ოთხი დღე დაემატოს.
XS
SM
MD
LG