Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირია აცხადებს, რომ დაიწყო სამშვიდობო გეგმის შესრულება


სირიის მთავრობის განცხადებით, მან დაიწყო ჯარების გაყვანა მშვიდი რეგიონებიდან რამდენიმე დღით ადრე 10 აპრილისთვის დანიშნულ ვადამდე, რომელსაც ითვალისწინებს უცხოეთში მომზადებული სამშვიდობო გეგმა. ოპოზიციონერი აქტივისტები კი ამბობენ, რომ მთავრობის ჯარებმა სამშაბათს გაააქტიურეს მოწინააღმდეგის პოზიციების დამბობვა, დათქმულ ვადამდე ოპონენტების გასანადგურებლად. დამოუკიდებელი წყაროები ვერ ამოწმებენ ამ, ურთიერთსაწინააღმდეგო ცნობებს. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, მისთვის უცნობია მტკიცებულებები, რომლებიც აჩვენებდა, რომ სირიის ჯარები მართლაც უკან იხევენ. ხუთშაბათს დამაკსში უნდა ჩავიდეს გაეროს დელეგაცია, სირიაში მეთვალყურეების განთავსებაზე მოსალაპარაკებლად - მეთვალყურეებს დაევალებათ, შეამოწმონ, სრულდება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელსაც ითვალისწინებს გაეროსა და არაბთა ლიგის წარმომადგენლის, კოფი ანანის სამშვიდობო გეგმა. გაეროს უშიშროების სამბჭოს მიერ ამ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გაეროს 250-მდე მეთვალყურე ჩავა სირიაში სადამკვირვებლო მისიით.
XS
SM
MD
LG