Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში შვიდი ადამიანი დაიღუპა საწვავით სავსე ცისტერნის აალების შედეგად


ავღანეთში ოფიციალური პირების ცნობით, შვიდი სამოქალაქო პირი დაიწვა საწვავით სავსე ავტოცისტერნის აალების შედეგად. ინციდენტი მოხდა სამხრეთში მდებარე ყანდაარის პროვინციაში. პროვინციის პოლიციის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, ავტოცისტერნა ნატოს სამხედრო ბაზის მოსამარაგებლად მიეშურებოდა, როცა გადატრიალდა და ცეცხლში გაეხვია. ცეცხლი გადაედო იქვე მიმავალ სხვა ავტომანქანასაც. ყანდაარის პოლიციის უფროსის განცხადებით, სერიოზულად დაშავდა კიდევ სამი სამოქალაქო პირი. თალიბანი აცხადებს, რომ ავტოცისტერნას ესროლა რაკეტა, რამაც გამოიწვია მისი აალება. პოლიცია უარყოფს ამ ცნობას.
XS
SM
MD
LG