Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბან კი-მუნი: სირიაში სიტუაცია „უფრო მშვიდი“ ჩანს


გაეროს გენერალური მდივანი, ბან კი-მუნი აცხადებს, რომ გაეროს მიერ შემუშავებული ზავის ამოქმედების შემდეგ სირიაში სიტუაცია, როგორც სჩანს, უფრო მშვიდია, ვიდრე მანამდე იყო. თუმცა, ბან კი-მუნის აზრით, ახლა სირის მთავრობაზეა დამოკიდებული, უერთგულებს თუ არა თავის დაპირებას და შეინარჩუნებს თუ არა ზავს: „მოცემულ მომენტში სიტუაცია უფრო მშვიდი ჩანს. მას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. თუმცა მსოფლიო სკეპტიკურადაა განწყობილი, რადგან სირიის მთავრობის მიერ წარსულში დადებული ბევრი პირობა არ იყო შესრულებული“ - განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ბან კი-მუნის თქმით, კონფლიქტის შემდგომი მილიტარიზაცია გამოსავალს ვერ შექმნის, გეროს გენერალურმა მდივანმა დასძინა, რომ მუშაობს უშიშროების საბჭოსთან, რათა სირიაში სადამკვირვებლო მისია რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს. სირიის კრიზისში გაეროსა და არაბთა ლიგის ერთობლივი წარმომადგენლის, კოფი ანანის გეგმის თანახმად, ზავს უნდა მოჰყვეს ადგილზე სადამკვირვებლო მისიის განთავსება, ასადის მთავრობასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკება და პოლიტიკური ცვლილება.
XS
SM
MD
LG