Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდება


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ ჩირიკბა მოსკოვში გაემგზავრა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, 17 აპრილს დაგეგმილი მოლაპარაკებისას მინისტრები სერგეი ლავროვი და ვიაჩესლავ ჩირიკბა განიხილავენ ჟენევის დისკუსიის ფარგლებში ერთობლივი მოქმედების და მოსკოვისა და სოხუმის თანამშრომლობის სრულყოფის საკითხებს და ხელს მოაწერენ საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების ერთწლიან გეგმას. ლავროვთან შეხვედრის წინ ჩირიკბამ სააგენტო „რია-ნოვოსტის“ განუცხადა, რომ აფხაზეთი განაგრძობს დიპლომატიურ მუშაობას, რათა მისი დამოუკიდებლობა აღიაროს ლათინური ამერიკის კიდევ რამდენიმე ქვეყანამ. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს კონკრეტული სახელმწიფოები არ დაუსახელებია. ამასთან, ჩირიკბამ აღნიშნა, რომ პროცესს ამ ქვეყნებზე აშშ-ის ზეწოლა ართულებს.
XS
SM
MD
LG