Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონში დემოკრატიის ჯგუფის შეხვედრა გაიმართება


დღეს ვაშინგტონში გაიმართება შეხვედრა დემოკრატიის ჯგუფისა, რომელიც აშშ-ისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში მუშაობს. დელეგაციებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ფილიპ გორდონი და საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია უხელმძღვანელებენ. აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ შეხვედრისას განიხილება დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი მშენებლობის, მოახლოებული არჩევნების, მედიაგარემოს და სხვა საკითხები, რომლებსაც დემოკრატიასთან უშუალო კავშირი აქვთ. ვაშინგტონში სამუშაო ჯგუფების შეხვედრამდე თბილისში, აშშ-ის საელჩოში გაიმართა ორი ვიდეოკონფერენცია, რომლებშიც ქართული მხარიდან მონაწილეობდნენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციის ლიდერები, ხოლო ამერიკულიდან სახელმწიფო დეპარტამენტისა და საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პირები.
XS
SM
MD
LG