Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანში დააპატიმრეს ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი 15 პირი


ირანის მედიის ცნობით, ირანისა და უცხოეთის ქვეყნების 15 მოქალაქე დააპატიმრეს ბრალდებით, რომ ისინი ისრაელის სასარგებლოდ ეწეოდნენ ჯაშუშობას და გეგმავდნენ თავდასხმებს და საბოტაჟს. დაზვერვის უწყების თანახმად, ეჭვმიტანილები მიეკუთვნებიან ისრაელთან დაკავშირებულ ქსელს. ამავე ცნობით, მეზობელ ქვეყანაში გამოაშკარავებულია ისრაელის სადაზვერვო უწყების ჯაშუშთა ბაზა. ცნობაში ნათქვამია, რომ ჯგუფი თავისი გეგმების მოსამზადებლად იყენებდა დასავლეთში ისრაელის საელჩოებს. ის აპირებდა ირანის ერთ-ერთი ექსპერტის მიკვლევას და მასზე თავდასხმას, აგრეთვე, იერიშის მიტანას ირანის ობიექტებზე. ირანის არაერთი ექსპერტი იქნა მოკლული ბოლო ხანებში. თეირანი დროგამოშვებით აცხადებს ხოლმე აშშ-ის და ისრაელის სასარგებლოდ ჯაშუშებაში ეჭვმიტანილთა დაკავების შესახებ.
XS
SM
MD
LG