Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვის თანახმად, აშშ-ის მხრიდან ზეწოლის გამო რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე


აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებაზე რამდენიმე ქვეყანამ უარი თქვა აშშ-ისგან ზეწოლის და დაფინანსების შეწყვეტის მუქარის გამო - განუცხადა დღეს მოსკოვში ჟურნალისტებს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვიაჩესლავ ჩირიკბამ. მისი თქმით, შანტაჟი და მუქარა ხდება საკმაოდ მაღალ დონეზე, რადგან აშშ-ის სახელმწიფო მდივანი პირადად ურეკავს მეთაურებს იმ სახელმწიფოებისა, რომლებიც აფხაზეთის აღიარებას აპირებენ, ან უკვე აღიარეს. ჩირიკბას მტკიცებით, მას აქვს აშშ-ის მხრიდან ფინანსური დახმარების შეწყვეტის ფარული მუქარის შემცველი წერილები იმ ქვეყნებისადმი, რომლებმაც აფხაზეთის დამოუკიდებლობა ცნეს და რომლებისგანაც ვაშინგტონი ამ გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვს. დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კლინტონის მოადგილე ფილიპ გორდონი, ფაქტობრივად, თავს იქებდა იმით, რომ ზეგავლენა მოახდინა, რათა დომინიკის რესპუბლიკის პრეზიდენტს აფხაზეთის აღიარება გადაეფიქრებინა. ჩირიკბამ აღნიშნა, რომ 2008 წლიდან აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას აქტიურად ეწინააღმდეგებოდა ევროკავშირიც და იყო მუქარა ბელორუსიის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და სხვა ქვეყნების მიმართ.
XS
SM
MD
LG