ანდერს ბერინგ ბრეივიკმა, რომელმაც მასობრივი მკვლელობა აღიარა, ხუთშაბათს ოსლოში სასამართლოს განუცხადა, რომ ნორვეგიის პრემიერ-მინისტრ გრო ჰარლემ ბრუნდტლანდის შეპყრობა და მისთვის თავის მოკვეთა ჰქონდა გამიზნული, როცა ოსლოს მახლობლად ხოცვა-ჟლეტა მოაწყო. ბრეივიკმა, რომლის სასამართლო უკვე მეოთხე დღეა მიმდინარეობს, თქვა, რომ თავის მოკვეთის ვიდეოფირზე გადაღება და ინტერნეტში გამოქვეყნება ჰქონდა გამიზნული. 33 წლის ანტიისლამისტმა ნაციონალისტმა აღიარა, რომ 77 ადამიანი მოკლა 2011 წლის ივლისში ოსლოში მოწყობილი აფეთქებისა და ოსლოს მახლობლად, კუნძულ უტოიაზე სროლის შედეგად. ბრუნდტლანდი უტოიაზე სიტყვით უნდა გამოსულიყო. ბრეივიკის თქმით, მისი ეს აქციები თავდაცვითი ხასიათის იყო და მიმართული იყო მთავრობის მულტიკულტურალისტური პოლიტიკის წინააღმდეგ. ბრეივიკმა თქვა, რომ თავდაპირველად მას სამი აფეთქება ჰქონდა დაგეგმილი და შესაძლო სამიზნეები იყო სამთავრობო შენობები, ლეიბორისტული პარტიის ოფისები, ან სამეფო სასახლე.
ყველაზე პოპულარული
1