Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რასმუსენი: ანტი-სარაკეტო სისტემა რუსეთს არ შეუქმნის საფრთხეს


ნატოს გენერალურმა მდივანმა, ანდერს ფოგ რასმუსენმა ხუთშაბათს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ევროპაში ანტი-სარაკეტო სისტემის აგების შესახებ ალიანსის გეგმა რუსეთს არ შეუქმნის საფრთხეს. რასმუსენი ამ განცხადებით ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გამოვიდა - სადაც დაგეგმილი ანტი-სარაკეტო სისტემის შესახებ მოლაპარაკება გაიმართა ალიანსის 28 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შორის. რასმუსენის თქმით, ნატოს გეგმის მიზანს არ წარმოადგენს „რუსეთისთვის საფრთხის შექმნა“, ან მისი „სტრატეგიული პოზიციისთვის“ ძირის გამოთხრა. რუსეთი ეჭვობს, რომ ანტი-სარაკეტო სისტემა მის ბირთვულ შესაძლებლობებს დაასუსტებს. ნატოსა და რუსეთის წარმომადგენლებმა ასევე განიხილეს გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ალიანსისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ახალი ლოგისტიკური ობიექტის გამოყოფას, ავღანეთში და იქიდან სამხედრო ტვირთის გადაზიდვისთვის.
XS
SM
MD
LG